Prince

პრინსს კეტი პერის და ედ შირანის მუსიკა არ მოსწონდა - მომღერლის მემუარები გამოიცა

Billboard.com

2016 წელს, როდესაც პრინსი ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა, ის თავისი მემუარების წერის პროცესში იყო.

სამი წლის შემდეგ, პრინსის მიერ არჩეულმა თანაავტორმა დენ პიპენბრინგმა წიგნი "The Beautiful ones" დაასრულა და გამოსცა.

მუშაობის პროცესის შესახებ დენ პიპენბრინგმა The Guardian-ს უთხრა, რომ მომღერლის მიერ შენახული ფურცლების რაოდენობა გასაოცარი იყო და ისინი სხვადასხვა დროის პერიოდებს მოიცავდნენ.

მემუარები პრინსის პირად წერილებსა და ჩანაწერებსაც შეიცავს. აქედან აღმოჩნდა, რომ მომღერალს საკმაოდ სპეციფიკური წერის მანერა ჰქონდა - მაგალითისთვის ის სიტყვა "I"-ს მაგივრად, "eye"-ის იყენებდა.

ასევე აღმოჩნდა, რომ მომღერალს თანამედროვე ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების ნაწილი არ მოსწონდა. ის წერილებში წერდა, რომ მუსიკალური ინდუსტრია ცდილობდა "ყელში ჩაეთხარა" ედ შირანი და კეტი პერი.

"ჩვენ არ მოგვწონს მათი მუსიკა, რამდენჯერაც არ უნდა ჩართონ ის", - წერს ის წერილში.

მიუხედავად იმისა, რომ აქამდე პრინსის პირად ცხოვრებაზე ბევრი დეტალი საჯარო არ იყო, მემუარებში რაღაცები გასაჯაროებულია. აღმოჩნდა, რომ მომღერალი ხშირად ქირაობდა მინეაპოლისში ლოკალურ კინოთეატრს და მეგობრებთან ერთად ფილმებს უყურებდა. საკმაოდ ხშირად ისინი "Kung Fu Panda 3"-ს უყურებდნენ.

პრინსი 57 წლის ასაკში, 2016 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ფენტანილის ზედოზირება გახდა.

კომენტარები