გოცირიძე მეუფე იაკობის განცხადებებზე: პირდაპირ კვალი მიდის ივანიშვილისკენ

თქვენ წარმოგიდეგნიათ რომ ამ ამბებში ივანიშვილი არ იყო ჩართული. დღეს ყველა ივანიშვილის დავალებას ასრულებს. ეს გამოძიება თუ შეჩერდა, პირდაპირ კვალი მიდის როგორც ხელისუფლების მაღალჩინოსნებისკენ, ასევე ივანიშვილისკენ. გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ ფაქტებზე. დღესვე უნდა დაიწყოს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ

კომენტარები