მეუფე იაკობის განცხადებები

გახარია: ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს

მთავრობის ადმინისტრაცია

"პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო," - პრემიერმინისტრი მეუფე იაკობის ბრალდებებზე კითხვებს პასუხობს. პრემიერის თქმით, ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას კრავს.

„თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - თქვა გახარიამ.

დღეს, 26 ოქტომბერს მეუფე იაკობმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს მას შეხვდნენ კვირიკაშვილი, გახარია და გომელაური და "მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქადო."

კომენტარები