Coldplay

Coldplay-ს ახალი ორმაგი ალბომი 22 ნოემბერს გამოვა

Coldplay-იმ ახალი ორმაგი ალბომი დაანონსა. ორნაწილიანი ალბომი 22 ნოემბერს გამოვა.

ახალი ალბომის გამოსვლა ფანებისთვის გაგზავნილმა საფოსტო ბარათებმა დაადასტურა.

ბარათებზე, რომელიც ფანებმა 21 ოქტომბერს საფოსტო ყუთებში აღმოაჩინეს, წერია:

"ბოლო 100 ან დაახლოებით ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით იმაზე, რასაც ქვია ყოველდღიური ცხოვრება/ განცხადებებში შეიძლება ჩაწეროთ 'იყიდება ორმაგი ალბომი, ძალზედ ფრთხილი მფლობელის/ერთ ნაწილს ქვია 'მზის ამოსვლა', მეორეს - 'მზის ჩასვლა'/ ის 22 ნოემბერს გამოვა“.

ტექსტს ხელს ბენდის ოთხივე წევრი აწერს.

ბარათების დაგზავნამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში იდუმალი პოსტერები გამოჩნდა, სადაც Coldplay-ს წევრები 20-იანი წლების საქორწილო ბენდივით არიან გამოწყობილი, მათ გვერდზე კი ფრიდრიხ ნიცშეა გამოსახული.

ჯგუფის instagram-ზე რამდენიმე წამიანი ვიდეოც გამოქვეყნდა - ეს ყველაფერი Coldplay-ს დაბრუნებას მოასწავებდა.

ბრიტანულმა როკ-ბენდმა ბოლო ალბომი 4 წლის წინ გამოუშვა.

კომენტარები