ავარია

12 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა

medportal.ge

12 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში, გოცირიძის სადგურზე მატარებელი დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა.

მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის ექიმის თქმით, ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მისივე თქმით, მოზარდს ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები