ხაჭაპურის ფესტივალი

ხაჭაპურის ფესტივალის გამარჯვებული მარტვილის ხაჭაპური გახდა

რადიო ათინათი

19 ოქტომბერს, სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი ჩატარდა. .

რადიო ათინათის ცნობით, ფესტივალში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმოამდგენლები იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსის ფარგლებში მომზადდა ხაჭაპური თაფლით, ჭინჭრით, ჭარხლით, მწყრის ხორცით და მაყვლით.

ასევე, სტუმრებს 3 მეტრიანი გებჟალიას და 4 მეტრიანი ხაჭაპურის დამზადების პროცესის ნახვა და დაგემოვნება შეეძლოთ. 

მეგრულ ხაჭაპურებს შორის სპეციალურმა ჟიურიმ საუკეთესოდ მარტვილის ხაჭაპური დაასახელა.

ფესტივალი ერთდღიანი გასტრონომიული ღონისძიება იყო, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ორგანიზებით და პროექტ "ზრდას", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები