კოღოები

კოღოებისგან ერთ დღეში მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ზვიგენებისგან ერთ საუკუნეში

კოღო ანოფელესი

ადამიანების უმეტესობისთვის ალბათ რთული დასაჯერებელია, როგორ შეიძლება პატარა მწერი შეიცავდეს ზვიგენზე მეტ საფრთხეს, მაგრამ როგორც სტატისტიკა აჩვენებს, კოღოების მიერ გავრცელებული დაავადებებით ერთ დღეში მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ზვიგენებს შეეწირა გასული საუკუნის მანძილზე.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემებით, კოღოების მიერ გავრცელებული დაავადების გამო დღეში 1470 ადამიანი კვდებოდა, ხოლო 1916-დან 2016 წლამდე ზვიგენების მიერ ადამიანის სიცოცხლის შეწირვის 1035 შემთხვევაა აღრიცხული ორგანიზაცია GSAF-ის მიერ.

იმ დაავადებებიდან, რომლებსაც კოღოები ავრცელებენ, ყველაზე მეტი მსხვერპლი მალარიას მოაქვს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 200 მილიონ ადამიანს ემართება წელიწადში. მალარიის გარდა, კოღოები ავრცელებენ დენგესა და ზიკას.

კომენტარები