თამთა თოდაძის საქმე

ჯიშკარიანის სასამართლო სხდომის დრო და ადგილი უცნობია, ადვოკატი კლინიკაში ჩატარებას ითხოვს

დღეს, 11 ოქტომბერს ილია ჯიშკარიანის საქმეზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, სად გაიმართება სასამართლოს სხდომა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 10 ოქტომბერს ტაბულას უთხრეს, რომ სხდომა 11 ოქტომბერს, 12:30 საათზე გაიმართებოდა. თუმცა, ბრალდებულის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ითხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა "ნიუ ჰოსპოტალში" იყოს, სადაც ამ დროისთვის იმყოფება საკრებულოს დეპუტატი. დაზარალებული მხარე ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.

სხდომის ადგილის შესახებ ინფორმაცია არ აქვს დაზარალებულის ადვოკატს. თამარ ლუკავა ამბობს, რომ მისთვის ამის შესახებ არავის უცნონებია და მეტიც, მისი მცდელობის შემდეგაც ვერ მიიღო დაზუსტებული ინფორმაცია.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა მიიღოს, სადაც ტაბულას უთხრეს, რომ სხდომის ადგილის ან დროის შეცვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ის კვლავ ჩანიშნულია დღეს, 12:30 საათზე, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილთან.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს ყოფილი თანამშრომელი, თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს.

კომენტარები