ტაქსების რეგულირება

კალაძე ტაქსებზე: შესანიშნავი შედეგები მივიღეთ, ეს რეფორმა ისტორიაში შევა

არ შემიძლია დღეს არ ვისაუბრო ტაქსებზე და მოსახლეობას არ მივაწოდო ის შესანიშნავი შედეგები, რომელიც ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში მივიღეთ. ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ბევრს საერთოდ არ სჯეროდა ამ რეფორმის. ამ სკეპტიციზმს ნერგავდნენ თვითონ ტაქსის მფლობელებში და ზოგადად საზოგადოებაში. კარგია, რომ ამ ადამიანებს ეს არ გამოუვიდათ და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ნებართვის მფლობელ ტაქსის მძღოლებთან და ვფიქრობ, ეს არის რეფორმა, რომელიც ქალაქის ისტორიაში შევა და აუცილებლად თავის როლს შეასრულებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაში.

თბილისის მერი კახა კალაძე ოქტომბრის დასაწყისიდან ძალაში შესული ტაქსების რეგულაციების შესახებ.

კომენტარები