ნარკოდანაშაული

შსს: იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1973 წელს დაბადებული კ.ო. და 1960 წელს დაბადებული გ.ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

"პოლიციამ კ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ სირეცი, ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია 6 შეკვრად დაფასოებული ე.წ. სირეცი და 170 000 ლარი.

სამართალდამცველებმა გ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას კი - 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი ამოიღეს"- აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები