დაპირისპირება პარლამენტში

წულუკიანი: მაშინ არ ისმის დამძრახავი სიტყვები, როცა პარლამენტში კაცები ერთმანეთს ეჯგიმებიან

მე არც იმას ვიკადრებ და არც იმას ვაკადრებ ეკას, რომ ჭკუა დავარიგო, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ეს, მე არ ვთვლი, რომ ჩემი ფუნქციაა. მე ვიცნობ ეკა ბესელიას და დარწმუნებული ვარ, რომ მან თითოეულ ჩვენთაგანზე კარგად იცის, რომ რა თქმა უნდა, ჯობდა, ის არ მომხდარიყო, რაც საზოგადოებამ ვნახეთ. [...]

მაშინ არ ისმის ხოლმე ასეთი დამძრახავი სიტყვები, როდესაც მამაკაცები ერთმანეთს, ბოდიში გამოთქმისთვის და, პარლამენტში ეჯგიმებიან. ეს არის ჩემთვის კითხვის ნიშანი და სურვილი, რომ ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ხოლმე ეს, მაშინაც თანაბრად დავგმოთ, იმიტომ რომ ეს არ არის ის სტილი, რითაც უნდა მუშაობდეს საქართველოს პარლამენტი. რაც შეეხება დანარჩენს, მე ვისურვებდი, რომ როდესაც, ღვთის წყალობით, გვყავს და მრავლდება ეს რიცხვი ქალი დეპუტატების, მამაკაცი დეპუტატები ამ ქალ დეპუტატებს ცოტა უფრო მეტად მოუფრთხილდნენ.

ქართული ოცნებიდან გასულ დეპუტატ ეკა ბესელიასა და ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია. ის ვანო ზარდიაშვილის სკამთან მივიდა და მას ფიზიკურად შეეხო.

კომენტარები