დაპირისპირება პარლამენტში

მდინარაძე წითლიძეს: ტუტუცი გოგო, უზრდელი ხარ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ანა წითლიძესა და ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ თუ ისინი მისი მისამართით სიტყვებს "რუსსა" და "მოღალატეს" კიდევ გამოიყენებდნენ, ეგრევე დედას შეიგინებოდა. 

წითლიძე: ჰოდა, ახლა, მაგარი ბიჭი ხარ, თუ რა არის, ვერ გავიგე? 

მდინარაძე: ჰო, მაგარი ბიჭი ვარ.

წითლიძე: რატომ იმუქრები? კამერები არ არის და შეგიძლია? თუ რა არის ახლა, ვერ გავიგე.

მდინარაძე: შენ ხომ იღებ?

წითლიძე: კი და წესიერად ილაპარაკე.

მდინარაძე: ქვეყნის მოღალატე ხარ, იმიტომ, რომ ნაცი ხარ. შენ ხარ რუსის საქმის მკეთებელი და პროვოკატორი. ტუტუცი გოგო, უზრდელი ხარ. 

წითლიძე: შენ ხარ რუსი მოღალატე. ჰოდა, გაეთრიე ახლა მართლა, რა. შენ რამდენს ბედავ, უზრდელო მართლა. 

მდინარაძე: შენ თავს არ გიყადრებ.

წითლიძე: რუსი მოაღალატე ხარ და გაეთრიე ახლა.

მდინარაძე: შენ დავალებებს ასე გადაჭარბებით ნუ ასრულებ. რამდენს გიხდიან მაგ დავალებაში, ის მოიკითხე. 

წითლიძე: გაეთრიე, შე ჩმორო. 

პოლიტიკოსების დაპირისპირებას წინ ის უძღვოდა, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში მოქალაქემ რუსული რუბლები დააყარა.

"არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ მთავრობას!" - მიმართა პარლამენტის წევრებს ქალმა, რომელიც მანდატურებმა გაიყვანეს. 

მოქალაქემ გაშალა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან".  

10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუბლები დააყარეს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. საპასუხოდ, კობახიძემ თქვა, რომ პერფორმანსის ორგანიზატორებს "ორიენტაცია აქვთ არეული". მისივე სიტყვებით, "საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები კი დაქორწინდნენ". 

კომენტარები