საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპისა და მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. მიღებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს საჩუქრად წიგნი “რელიგიები საქართველოში“ გადასცა.