მონბლანზე მყინვარის ნაწილი დნება. მეცნიერების თქმით, მწვერვალ გრანდ ჟორასს, შესაძლოა, 250 000 კუბური მეტრის ყინულის მასა მოწყდეს.
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა თქვეს, რომ ყინულის ნაწილი მასივს ყოველდღე 50-60 სანტიმეტრით შორდება, ადგილობრივი ქალაქის, კურნაიორის მერმა გზების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მერის თქმით, გლობალური დათბობა მონბლანის მთათა სისტემას ცვლის.

ფოტო: BBC
მეცნიერების თქმით, შეუძლებელია ვივარაუდოთ, თუ როდის მოწყდება ყინულის მასა მთათა სისტემას.
მონბლანი ევროპის დასავლეთში ყველაზე მაღალი მთათა სისტემაა. მას 11 მწვერვალი აქვს, რომელთა სიმაღლე 4 000 მეტრს აღემატება. და ყოველ წელს ათასობით ტურისტს იზიდავს.
2018 წელს მოსახლეობა მყინვარ პიზოლის დაემშვიდობა. კლიმატის ცვლილების გამო მყინვარი სრულად გაუჩინარდა. გაქრობის შემდეგ ალპებში 250-მდე შვედი ავიდა, რომლებმაც სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ ადგილი გვირგვინით შეამკეს. მანამდე, სამგლოვიარო ცერემონიით მოსახლეობა მყინვარ ოკიოკულს დაემშვიდობა.

ფოტო: BBC





