მაიკ მენდელი

The Simpsons-ისა და Rick and Morty-ს პროდიუსერი გარდაიცვალა

Comic Book

ანიმაციური სერიალების The Simpsons-ისა და "Rick and Morty"-ს, EMMY-ს ჯილდოს მქონე პროდიუსერი ჯ მაიკლ მენდელი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ამერიკული სატელევიზიო ქსელის Adult Swim, რომელზეც "Rick and Morty" გადის, პრეს-მდივანმა განცხადება გააკეთა:

"ყველა ჩვენგანი Adult Swim-ში მაიკ მენდელის ნაადრევმა წასვლამ დათრგუნა. მაიკი "Rick and Morty" -ს მწარმოებელი ოჯახის გული იყო და მისი შეუდარებელი ნიჭი და იუმორის გრძნობა ყველას დაგვაკლდება. მაიკი უზომოდ ნიჭიერი, EMMY-ს ჯილდოს მქონე პროდიუსერი იყო, რომელმაც მხატვრების, სცენარისტებისა და ავტორების თაობა გამოზარდა. მის დაკარგვას მთელი თანასაზოგადოება განიცდის. ჩვენ ვიზიარებთ მისი ოჯახის, კოლეგებისა და მეგობრების მწუხარებას!" 

მაიკ მენდელის თანამოაზრემ, "Rick and Morty"-ს მეორე შემქმნელმა ჯასტინ როილენდმა თვითერზე დაწერა:

"ჩემი მეგობარი, პარტნიორი და პროდიუსერი მაიკ მენდელი გარდაიცვალა. მე სრულიად გამოფიტული ვარ. მისი ოჯახის გამო გული მტკივა. არ ვიცი უშენოდ რა უნდა ვქნა მაიკ. განადგურებული ვარ." 

მაიკლ მენდელის სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები