ავღანეთი

ავღანეთში პრეზიდენტ აშრაფ ღანის წინასაარჩევნო შეხვედრაზე აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა

აშრაფ ღანი
Reuters

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში პრეზიდენტ აშრაფ ღანის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად ღანი არ დაშავებულა, თუმცა დაიღუპა 24 ადამიანი და დაშავდა 31.

დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების თქმით ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის მანქანასთან იყო დამონტაჟებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გუშინ ქაბულში სამხედრო ბაზასთან და აშშ-ის საელჩოსთან ახლოს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება.

კომენტარები