NDI-ს კვლევა

NDI: 71% თვლის, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობა 40 წლამდეც ნებაყოფლობითი უნდა იყოს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უკანასკნელი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71% თვლის, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე პირებისთვისაც ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

მხოლოდ 7%-ის აზრით უნდა იყოს 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის სქემაში მონაწილეობა სავალდებულო. გამოკითხულთა 7% არცერთ ვარიანტს ემხრობა, "არ ვიცი" უპასუხა 14%-მა.

გარდა ამისა, მოსახლეობის 57%-ს არ სჯერა, რომ როდესაც პენსიაზე გავა, საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულით სარგებლობას შეძლებს.

კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 30%-მა გასცა, "არ ვიცი" უპასუხა 13%-მა.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები