ჯენიფერ ლოპესი

როგორ ისწავლა ჯენიფერ ლოპესმა სტრიპტიზის ცეკვა ფილმისთვის "Hustlers" (VIDEO)

Film

ჯენიფერ ლოპესი ახალ დრამაში "Hustlers" ერთ-ერთ მთავარ როლს, სტრიპტიზის მოცეკვავე ქალს, თამაშობს. ამისთვის მსახიობი ყოველ დღე თავდაუზოგავად ვარჯიშობდა. 50 წლის მსახიობი და მომღერალი მშვენიერ ფორმაშია და სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ Youtube არხზე გააზიარა ვიდეო, რომელშიც შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ ემზადებოდა ლოპესი ფილმისთვის. 

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირის დედა ავადაა და გოგონა სტრიპტიზის საცეკვაოდ, მანჰეტენზე ჩადის, იქ სადაც უოლ სტრიტის მგლების ფული იბანდება. სწორედ ამ ადგილას გაიცნობს ის ჯენიფერ ლოპესის გმირს, რომელიც სტრიპტიზ კლუბის მთავარი ვარსკვლავია. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის გამო მათ მოუწევთ ფული არაკანონიერი გზებით იშოვონ. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=182&v=pRhOWrk5_NM]

კომენტარები