ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორდნენ

CNN

მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და ყოფილი ბეისბოლისტი ალექს როდრიგესი ორი კვირის წინ დაშორდნენ. ინფორმაცია გამოცემა CNN-ს სანდო წყარომ მიაწოდა.

"ვფიქრობ, ისინი აღარ შერიგდებიან". - ამბობს ანონიმური წყარო. 

წყვილი უკანასკნელად ერთი თვის წინ, დომინიკელთა რესპუბლიკის სანაპიროზე გამოჩნდა. როდრიგესი საცოლეს გადასაღებ მოედანზე ესტუმრა. მას შემდეგ ორივე ვარსკვლავი ერთად სოციალურ ქსელებშიც აღარ გამოჩენილა.

წყვილმა ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო, ორი წლის თავზე როდრიგესმა ბაჰამის კუნძულებზე ლოპესს ხელი სთხოვა. 

ამ ეტაპზე კომენტარი არც ლოპესს გაუკეთებია და არც როდრიგესს.

 

კომენტარები