დაჭრა

დღეს, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი პოლიციამ გახსნა და ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშმყოფი დ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1980 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ინფორმაციით,დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.
პოლიციამ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი -
დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები