ცხადია, საკამათო არ არის, რომ რამდენიმე წელში ერთხელ, რაღაცა პერიოდულობით, ამ პედაგოგებმა აუცილებლად უნდა გაიარონ საკვალიფიკაციო გამოცდა და ამას ჩვენ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ზოგადი თხოვნა ჩვენი - ადაპტაცია ჩვენს ქვყანაზე, ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაზე და ჩვენს იდენტობაზე, მის არდაკარგვაზე და მის განვითარებაზე, ცხადია, მოწინავე შეხედულებები და ტექნოლოგიებთან და პოზიციებთან მეგობრობით, ოღონდ მათი პრიმატით კი არა, თუ ჩვენ ეს გვარგებს, კი ბატონო, დავნერგოთ და ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ევროპამ ყველაფერი იცის, ევროპამ იცის ყველაფერი, ბატონო ემზარ, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება? და უფროს-უმცროსობას ევროპა ჩვენ არ გვასწავლის, რომელიც ბავშვობიდან სისხლში გვაქვს ჩვენ ჩანერგილი, ასეც უნდა იყოს და ჩვენ ეს ძალიან მოგვწონს
განათლების სისტემა
მარშანია: ნუ წარმოვიდგენთ, რომ ევროპამ ყველაფერი იცის, უფროს-უმცროსობას ევროპა არ გვასწავლის
tbl.ge/3zna
დაკოპირდა

სამთავრობო მოსმენისას ადა მარშანიამ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ "თუნდაც ნებაყოფლობით", საპენსიო ასაკის პედაგოგები, ორი წლის ხელფასის გადახდის შეთავაზებით, სკოლიდან გაუშვეს.
ამავე თემაზე
- განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანას გეგმავს
- "ზოგადი განათლების ახალი ხედვა" – წულაძემ სასკოლო განათლებაში ცვლილებები წარადგინა
- სამთავრობო კომისია შეიმუშავებს კონცეფციას, რომელსაც უმაღლესი განათლების რეფორმა დაეფუძნება
- კობახიძე: სკოლა პატრიოტულ სულისკვეთებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, პროექტი მომზადებულია
- კობახიძე: წელსვე უნდა უზრუნველვყოთ 2-3 ათასი კურსდამთავრებულისთვის 4 თვიანი სტაჟირების გავლა




