youtube

აშშ-ს მთავრობამ Youtube $170 მილიონით დააჯარიმა

აშშ-ს მთავრობამ Youtube 170 მილიონი დოლარით დააჯარიმა ბავშვების მონაცემების არასათანადოდ დაცვის გამო.

ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ დაადგინა, რომ კომპანია 13 წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემებს მშობლების თანხმობის გარეშე აგროვებდა.

კომისიის თანახმად, Youtube შეგროვებულ მონაცემებს ბაშვებზე გათვლილი მიზნობრივი რეკლამებისთვის იყენებდა, რაც 1998 წელს მიღებულ ბავშვების პირადი მონაცემების დაცვის აქტს ეწინააღმდეგებოდა.

Google, რომელიც Youtube-ს მფლობელია, ვაჭრობის კომისიას 134 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის, ნიუ-იორკის შტატს კი 36 მილიონს. ამ ეტაპისთვის, ეს ყველაზე მსხვილი ჯარიმაა, რაც კომისიას Google-ისთვის დაუკისრებია.

ივლისში რეგულატორებმა კიდევ ერთი ტექნოლოგიური გიგანტი, Facebook-ი 5 მილიარდით დააჯარიმეს.

კომენტარები