youtube

Youtube Premium საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა

საქართველოში Youtube Premium ხელმისაწვდომი გახდა.  სერვისი გულისხმობს ვიდეოების ყურებას და მუსიკის მოსმენას რეკლამის გარეშე, ფონურ დაკვრას სხვა აპების გამოყენების პარალელურად ან დაბლოკილი ეკრანით და ვიდეოების ჩამოტვირთვას ხაზგარეშე რეჟიმში. 

Youtube Premium-ის ღირებულება თვიურად 10.29 ლარი იქნება სტუდენტებისთვის, ინდივიდუალური ღირებულება - 17.49 ლარია, ხოლო საოჯახო - 33.29 ლარი ოჯახის მაქსიმუმ 5 წევრისთვის 13 წლის ასაკიდან.  

კომენტარები