ბეჭდების მბრძანებელი

სერიალის "ბეჭდების მბრძანებელი" მთავარი როლის შემსრულებლები ცნობილია

SEBASTIAN PERIS / heroichollywood

უილ პოულტერი და მარკელა კავენა ბეჭდების მბრძანებლის მომავალ სერიალში მთავარ როლებს შეასრულებენ.

უილ პოულტერი და მარკელა კავენა
ფოტო: popsugar

ცნობილია, რომ სერიალში მოქმედება ორიგინალური ტრილოგიის ისტორიაზე 3000 წლით ადრე განვითარდება. სიუჟეტი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ისტორია ძალაუფლების ბეჭდების შექმნისა და საურონის ელფებისა და ადამიანების უკანასკნელი გაერთიანების  წინააღმდეგ ომის შესახებ მოგვითხრობს. 

სერიალის პირველი ორი ეპიზოდის რეჟისორი ხუან ანტონიო ბაიონა იქნება. შოუს ასევე შეუერთდებიან ის კინემატოგრაფისტები, რომლებიც სამეფო კარის თამაშების შექმნაზე მუშაობდნენ. 

 

კომენტარები