ბაჰამის კუნძულებს მეხუთე კატეგორიის შტრომმა დორიანმა გადაუარა. ძლიერმა ქარმა 17,000-მდე შენობას სახურავები გადახადა და ქუჩები დატბორა. ქარის სიჩქარე საათში 280 კილომეტრს აღწევს.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
კუნძულების მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიემართება. ფლორიდის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.