ფოთისა და ყულევის სანაპიროებზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.
ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით, დღეს, ღამის საათებში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რომელიც 14 თებერვლამდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +10 გრადუსი იქნება.