აშშ

ტრამპმა ქარიშხლის მოახლოების გამო პოლონეთში ოფიციალური ვიზიტი გააუქმა

NASA

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქარიშხლის მოახლოების გამო პოლონეთში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა და მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გაგზავნა.

ქარიშხალი დორიანი ატლანტის ოკეანეში წარმოიშვა. მან კუნძულ პუერტო რიკოს ჩაუარა. მოსალოდნელია, რომ ის ფლორიდამდე ორშაბათს მიაღწევს.

ქრიშხალს ძლიერი წვიმა და 209 კმ/სთ სიჩქარის ქარი მოჰყვება.

ტრამპი პოლონეთს ორდღიანი ვიზიტის უნდა სწვეოდა და პირველ სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავზე დაგეგმილ ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გეგმავდა შეხვედრას. ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონში დარჩება რათა უზრუნველყოს, რომ ფედერალური მთავრობის ყველა რესურსი მოსალოდნელ შტორმზე იყოს ორიენტირებული.

ფლორიდის გუბერნატონმა რონ დესანტისმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შტორმის გამო შესაძლოა გადაიდოს ფრენები და კრუიზები რეგიონში.

კომენტარები