მეცნიერებმა 3.8 წლის წინანდელი ადამიანის "აღსანისნავად სრულყოფილი" თავის ქალა წარმოადგინეს. ეს თავის ქალა ამ დროის ადამიანის აღნაგობის მხრივ მოწინავე აღმოჩენად ითვლება.
"წარმოდგენილი თავის ქალა ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნამარხია, რომელიც სამ მილიონზე მეტი წლით თარიღდება",-თქვა ეთიოპიელმა პალეოანთროლოგმა, იოჰანეს ჰაილე სელასიემ.
მეცნიერების თქმით, ნამარხი შეგვიძილია დამაკავშირებელ ჯაჭვად მივიჩნიოთ 6 მილიონი წლის წინ მხოვრებ ადამიანებსა და "ლუსის" შორის, რომელიც 2-3 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
"ამ დრომდე, უდიდესი უფსრული იყო ადამიანის 6 მილიონი წლის წინანანდელ წინაპრებსა და "ლუსის" მსგავს ადამიანებს შორის. წარმოდგენილი თავის ქალა კი მათ შორის არსებულ მორფოლოგიურ სივრცეს აკავშირებს",-თქვა სტეფან მელილომ, კვლევის თანაავტორმა.
მელილოს თქმით, ეს კვლევა შეიძლება აღმოჩნდეს იმის მტკიცებულება, რომ "ლუსისა" და წარმოდგენილი ნამარხის ტიპის ადამიანები თანაარსებობდნენ.
თუმცა, მეცნიერთა სხვა ჯგუფის, მათ შორის Human Origins Institute-ს დირექტორის, უილიამ კიმბელის აზრით, არ არსებობს საკმარისი საბუთები იმისთვის, რომ ამ ორი ჯგუფის თანაარსებობა დავადასტუროთ.