მსახიობები ქეით ჰოლმსი და ჯეიმი ფოქსი 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ - უცხოური მედიის ცნობით, წყვილი ერთად მაისში Met Gala-ზე გამოჩენის შემდეგ აღარ არის.
გარდა ამისა, გასულ კვირას ოსკაროსანი მსახიობი ჯეიმი ფოქსი მომღერალ სელა ვეივთან ერთად ჰოლივუდის ერთ-ერთ ღამის კლუბში შენიშნეს.
წყვილი ერთმანეთს 2013 წლიდან ხვდებოდა, მას შემდეგ რაც ქეით ჰოლმსი ტომ კრუზს დაშორდა.
ჯერჯერობით, არც ქეით ჰოლმსს და არც ჰეიმი ფოქსს კომენტარი არ გაუკეთებიათ.