ოკუპაცია

ოკუპანტების მიერ გატაცებულ პირებს "საზღვრის უკანონო კვეთა" ედებათ ბრალად - ჯიოევის კომენტარი

ria.ru

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევის თქმით, საქართველოს რვა მოქალაქე „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასახლებულ პუნქტ აძესარში ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ჯიოევმა ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ს უთხრა.

„სოფელ აძესარის ეკლესიასთან დაკავებულია რვა ადამიანი, რომლებიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულთა პირად ნივთებში აღმოჩენილია მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერება“, - ამბობს ჯიოევი.

მისივე თქმით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, მიიღებენ გადაწყვეტილებას დაკავებულთა მიმართ შემდგომი ზომების შესახებ.

საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 7 მოქალაქე გუშინ გაიტაცეს. ისინი სოფელ ახალუბანში ცხოვრობენ.

დღეს კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს სოფელ არცევიდან. სუს-ის ინფორმაციით,ყველა მათგანი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარები