რუსეთი

კრემლის ტერიტორიაზე II მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს

https://www.m24.ru

მოსკოვში, კრემლის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს. ამის შესახებ RIA წერს. 

კრემლის კომენდანტის, სერგეი ხლებნიკოვის თქმით, ავიაბომბი მიწის დიდი ფენით იყო დაფარული. ის მუშებმა გრუნტზე მუშაობის დროს იპოვეს. 

ბომბი კრემლის ტერიტორიიდან უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიტანეს და გააუვნებელყვეს.


ფოტო: https://112.ua

კომენტარები