რუსთავი 2-ის საქმე

დვალი R2-ზე: ივანიშვილი სპექტაკლს დგამს, მყიდველი ვერ იქნება კეთილსინდისიერი შემძენი

ეს "ერთკვირიანი გამჭირვალე პროცესი" არის ჩვეულებრივი სპექტაკლი მაყურებლისთვის. მე მინდა გავაფრთხილო ის პოტენციური მყიდველი, რომელიც გამოჩნდება არენაზე და რომელსაც ალბათ უშუალოდ და პირადადაც გავაფრთხილებ, რომ ვერანაირად ვერ გამოვა ის ამბავი, რომ ის იყოს კეთილსინდისიერი შემძენი. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ საქმე გვაქვს გამოძიებაში და მთავარმა პროკურატურამ ჩვენ გვცნო დაზარალებულად. ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ გამოიკვეთა დანაშაული ჩვენ მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ წართმეული იყო ეს ტელევიზია. მაინც შეიძენს, მაგრამ სტატუსი არ ექნება კეთილსინდისიერი შემძენის.

სპექტაკლის რეჟისორი არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა რეჟისორს მე აქ ვერ ვხედავ. ჯერჯერობით, [რუსთავი 2-ის მყიდველის] სახელი და გვარი ჩვენ არ ვიცით, მან იცის. უკვე გადაწყვეტილია, დარწმუნებული ვარ და ის აუცილებლად იქნება ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ანუ ადამიანი, რომელსაც ის ენდობა თავიდან ბოლომდე

რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი კურიერთან ინტერვიუში. ცნობისთვის, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ რუსთავი ორს ყიდის და ამისთვის "ერთკვირიან გამჭვირვალე კონკურსს" აცხადებს.

კომენტარები