ბიძინა ივანიშვილი

ქადაგებისას მიტროპოლიტმა თეოდორემ ივანიშვილის გაკეთებული საქმეები ჩამოთვალა

https://fortuna.ge

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში მდებარე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო.

წირვის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ქართული ოცნების თავმჯდომარე ტაძრის ამბიონზე აიყვანა.

"ბატონი ბიძინას დამსახურებაა ეს და მისი პირადი შეწევნა, რომ აწყურის ტაძარი შენდება. ბატონი ბიძინას დახმარებით კეთდება ბიეთის სამონასტრო კომპლექსი, კეთდება აგარების სამონასტრო კომპლექსი, თისელის სამონასტრო კომპლექსი. ძალიან ბევრი რამ კეთდება მარტო ჩვენს ეპარქიაში, იქეთ აღარ ჩამოვთვლი. აბასთუმანში კეთდება კიდევ ძალიან ბევრი რამ. დაიწყო დედათა მონასტრის დამწვარი სახლის რესტავრაცია და ძალიან ბევრი შენობის რესტავრაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ აბასთუმანი გადაიქცევა მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად და მნიშვნელოვან კურორტად და თითოეული ჩვენგანისთვის, არამარტო აქ მცხოვრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული ადგილი", - ამ სიტყვებით მიმართა მიტროპოლიტმა წირვაზე შეკრებილ მრევლს ბიძინა ივანიშვილის თანდასწწრებით.

ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს შემდეგ, შეკრებილ ხალხს ივანიშვილმაც მიმართა, და აღნიშნა, რომ აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში და არამარტო საქართველოში.

"ჩვენ თითოულმა უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი შრომით, საქართველო გავხადოთ ერთერთი საუკეთესო მსოფლიოში. დავიწყოთ აბასთუმნით, მოვდოთ ეს მთელ საქართველოს!" - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები