ინდოეთი

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 33 გარდაცვლილია, 180 ათასი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო

reuters

ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობებმა სამხრეთ და დასავლეთ ინდოეთში სულ მცირე, 33 ადამიანის გარდაცვალება და 180 ადამიანის ევაკურიება გამოიწვია.

ინდოეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 8 აგვისტოს გაავრცელა.

"თუ ძლიერი წვიმები არ შეწყდება, მოგვიწევს მდინარეებში წყლის ხელოვნურად შემცირება",- თქვა სამთავრობო პირმა დიპაკ მაისკარიმ და დაამატა, რომ მრავალი რეზერვუარი ქვეყნის ინდუსტრიულ ქალაქ პუნის გარშემო სავსეა. გარდა ამისა, სავსეა რეზერვუარები ინდოეთის შტატ კარნატაკაში.

ადამიანებით სავსე ნავის გადაბრუნების შედეგად, 9 მათგანი დაიღუპა, 4 ადამიანს კი ჯერჯერობით ვერ პოულობენ.

სინოპტიკოსების თქმით, ძლიერი წვიმები მომავალი 4-5 დღის განმავლობაში ინდოეთის შტატებში არ შეწყდება, მათ შორის გოასა და კერალას შტატში.

უწყების თანახმად, სკოლები და კოლეჯეხები ორშაბათიდან მოყოლებული დაკეტილია და დიდი ალბათობით, არც ამ კვირაში გაიხსნება.

კომენტარები