სამტრედია

სამტრედიაში ცოლ-ქმრის ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

გუშინ, 1-ელ აგვისტოს, სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 პირი დააკავა.

უწყებიც ნცობით, ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს (ქ.კ.-ს და ბ.მ.-ს) და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"ამ დროისთვის საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის, ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

მომხდარ ფაქთან დაკავშირებით, გუშინ, 1-ელ აგვისტოს, ადგილობრივმა იმედა გოგავამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

როგოც წერილშია ნათქვამი, ადგილობრივ ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს რამდენიმე მამაკაცმა, მათ შორის სასულიერო პირმა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები