ეს დაპირება გრძელვადიანია, მაგრამ სექტემბერში ყველა იმ პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია. პროცესი გაგრძელდება ყოველ წელს და მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ. ასე, ეტაპობრივად მივალთ 2022 წლამდე და მათი ხელფასი 1.500-1.800 ლარს მიაღწევს. სამწუხაროდ, ქართველებს ორი უკიდურესობა გვაქვს - რაღაც ან საერთოდ არ გვინდა, ან ახლავე გვინდა. ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა ხომ შეუძლებელია? ინფრასტრუქტურაც უნდა გაუმჯობესდეს, პედაგოგის კვალიფიკაციაც გაიზარდოს, რისთვისაც გადამზადების ბევრი პროგრამა გვაქვს, ახალი პედაგოგები გაჩნდებიან
tbl.ge/3wcj
დაკოპირდა

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანას გეგმავს
- "ზოგადი განათლების ახალი ხედვა" – წულაძემ სასკოლო განათლებაში ცვლილებები წარადგინა
- სამთავრობო კომისია შეიმუშავებს კონცეფციას, რომელსაც უმაღლესი განათლების რეფორმა დაეფუძნება
- კობახიძე: სკოლა პატრიოტულ სულისკვეთებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, პროექტი მომზადებულია
- კობახიძე: წელსვე უნდა უზრუნველვყოთ 2-3 ათასი კურსდამთავრებულისთვის 4 თვიანი სტაჟირების გავლა




