ლიფტის მოწყვეტა

ბათუმში, მშენებარე კორპუსთან, სადაც დღეს ლიფტი მოწყდა, გადამღებ ჯგუფებს ქვები ესროლეს

აჭარის ტელევიზია

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც მშენებარე კორპუსის ლიფტი მოწყდა და ადამიანები დაშავდნენ, ადგილზე მისულ ოპერატორებს ქვები ესროლეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა მყოფმა მოქალაქეებმა, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, პირველი არხის ოპერატორი დაშავდა, რომელსაც ქვა თავში მოხვდა. ინციდენტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მოხდა. 

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსს ლიფტი დღეს მოწყდა. ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ოთხი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი თურქეთის. 

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა და სამივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები