რუსთავი ორის საქმე

ჩუგოშვილი: მიხეილ სააკაშვილის „წყალობით“ რუსთავი 2-მა ბევრი ქარტეხილი გამოიარა

მიხეილ სააკაშვილის „წყალობით“ რუსთავი 2-მა ბევრი ქარტეხილი გამოიარა. სამაუწყებლო კომპანიამ ოცზე მეტი მფლობელი გამოიცვალა. ერთერთმა მათგანმა იდავა სასამართლოში, მოიგო საქართველოში სამივე ინსტანცია და შემდგომ, ქართულ სასამართლოებში გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა ყველაზე მაღალმა ინსტანციამ, ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლომ მთელი ევროპის მასშტაბით - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. არსებული რეალობა და მოცემულობა არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ვინ არის რუსთავი 2-ისკანონიერი მფლობელი, გამომდინარე იქედან რა მასალები, რა დოკუმენტები და რა მტკიცებულებებიც არსებობს.

ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი რუსთავი ორის საქმის შესახებ.

კომენტარები