ევროკომისია

ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

ურსულა ფონ დერ ლეიენი
The Economist

ევროკომისიის პრეზიდენტად გერმანელი ურსულა ფონ დერ ლეიენი 383 ხმით 327-ის წინააღმდეგ აირჩიეს. ის ამ პოსტზე პირველი ქალი იქნება და ჟან-კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს.

"ნდობა, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ ევროპისადმი ნდობაა, თქვენი რწმენაა ერთიანი ევროპის მიმართ, აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ჩემი სამუშაო ახლა იწყება. დაე ერთად კონსტრუქციულად ვიმუშაოთ." თქვა მან.

ფონ დერ ლეიენი, რომელიც წარსულში გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე მსახურობდა, სოციალურ საკითხებში, სიღარიბესთან ბრძოლაში, ქალთა უფლებების დაცვაში ევროკავშირის როლის ზრდას უჭერს მხარს. ის ასევე მომხრე იყო ბრექსითის თარიღის ხანგრძლივად გადაწევის.

არჩევის შემდეგ მან თქვა, რომ 2024 წლამდე ევროკავშირის საზღვრებზე სასაზღვრო ძალების რაოდენობა 10,000-მდე უნდა გაიზარდოს, თუმცა თავშესაფრის მაძიებელთათვის ჰუმანიტარული კორიდორები უნდა დარჩეს. მან ასევე წამოაყენა ევროკავშირის ხელახალი დაზღვევის სქემა, რომელიც გააძლიერებს ცალკეული ქვეყნების დაზღვევის სქემებს უმუშევართათვის.

კომენტარები