დონალდ ტუსკი საქართველოში

დონალდ ტუსკი: საბჭოთა კავშირის დანგრევა უდიდესი კატასტროფა კი არა, წყალობა იყო ყველასთვის

საბჭოთა კავშირის დანგრევა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა არ ყოფილა. დღეს საქართველოში მინდა, რომ ხმამაღლა და გასაგებად ვთქვა: საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო წყალობა ქართველებისთვის, პოლონელებისთვის, მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ასევე რუსებისთვისაც

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, ეს პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა. ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ წარსულში არაერთხელ გაჟღერებულ ფრაზას ეხმაურება, რომ "საბჭოთა კავშირის დანგრევა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო".

კომენტარები