რუსეთი

რუსეთში პოლიტიკურ პატიმართა რიცხვი 2015 წლის შემდეგ 6-ჯერ გაიზარდა

Pavel Karavashkin

Open Russia-ს ინფორმაციით, 2015 წლის შემდეგ რუსეთში პოლიტიკურ პატიმართა რიცხვი 6-ჯერ გაიზარდა.

"გასულ 4 წელიწადში რუსეთში პოლიტიკურ პატიმართა რიცხვი 6-ჯერ გაიზარა" - Open Russia-ს კოორდინატორმა ვლადიმერ კარამურზამ გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოში განაცხადა.

Russia’s Memorial ადამიანთა უფლებების ჯგუფის ინფორმაციით, რუსეთში ამჟამად 297 პოლიტიკური პატიმარია. აქიდან 77 მაღალპროფილური საქმეა, მათ რიცხვში შედის 77 წლის ყირიმელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის საქმე, რომელსაც ტერორიზმი ედება ბრალად. ამავე ბრალდებით არის დაკავებული ორი თინეიჯერი გოგო.

4 წლის წინ რუსეთში პოლიტიკურ პატიმართა რიცხვი 50 იყო.

ვლადიმერ კარამურზამ გაეროს მოუწოდა, რომ "ხმა ამოეღო და სიმართლე ეძია მათთვის, ვისაც ეს შინ არ შეეძლო".

Open Russia რუსმა ოპოზიციონერმა მიხაილ ხადოროვსკიმ დააარსა. 2017 წელს რუსმა პროკურორებმა Open Russia "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა.

კომენტარები