როგორ აღმოჩნდა რუსი დეპუტატი კონფერენციაზე, საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, მთავარი კითხვა მე მაქვს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების, ამ მოღალატე კაპიტულანტების მისამართით, როგორ აღმოჩნდა საქართველოდან წარმატებით გაყვანილი რუსეთის ჯარი, როგორ შემობრუნდა, როგორ აღმოჩნდა აფხაზეთში, ოსეთში, ახალგორში, კოდორში. როგორ აღმოჩნდა ის, რომ რუსეთის საზღვარი თითქმის გორამდე გადმოწიეს სწორედ სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის შედეგად. ეს ადამიანები საერთოდ როგორ ბედავენ ასეთ საკითხზე საუბარს? მე საზოგადოების სხვა წევრების აღშფოთება აბსოლუტურად მესმის და მინდა, შევახსენო ყველას, რომ პირველი აღშფოთება სწორედ ჩვენი გუნდის წევრებმა დავიწყეთ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ გავრილოვის თავხედური ეს ჟესტი, რომელიც შეუთანხმებლად აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. მე თუ მკითხავთ, საერთოდ პარლამენტშიც არ უნდა მისულიყო ეს ადამიანი, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მაინტერესებს ამ ადამიანებს როგორ ყოფნით ეს თავხედობა და ცინიზმი, რომ ბედავენ და ჯერ კიდევ ასე უტიფრად გვესაუბრებიან და მანიპულირებენ ჩვენი ქართველი ხალხის გულწრფელი, პატრიოტული სენტიმენტებით და გრძნობებით. ეს არის მთავარი შეკითხვა, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და შევახსენოთ ამ მართლა მოღალატეებს როგორ აღმოჩნდა რუსეთის ჯარი, გაყვანილი, ჩვენ მიერ, ქართველი ხალხის მიერ – გაყვანილი ჯარი როგორ შემოაბრუნეს მათ აფხაზეთში, როგორ ჩააბარეს კოდორი, ცხინვალი და ასე შემდეგ, როგორ დაკარგეს უამრავი სოფელი და ათიათასობით ადამიანი დააზარალეს
ქართული ოცნება
ღარიბაშვილი: როგორ აღმოჩნდა რუსი დეპუტატი კონფერენციაზე, კითხვა მაქვს მოღალატე ენმ-თან
tbl.ge/3sc5
დაკოპირდა

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი იმედის ეთერში
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




