ვასაძის რაზმი

დეკანოზი სიკინჭილაშვილი: ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული, ჩავეწერე

ვიყავი ვერის ბაღში და ჩავეწერე მოხალისეთა სიაში. ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი, რომლის მიზანია, ის საცოდავი ადამიანები, ზოგი ძალით რომ იბრალებს, ამხილოს. მეც ვიცნობ იმ ხალხს, აღსარებას მაბარებენ. ვაპირებ, ქუჩაში გავიდე და ვთხოვო, ეს არ გააკეთონ. პარადი არაა სწორი. ცალკე მრუშები რომ შეიკრიბონ, ქურდები, კაცის მკვლელები, ყველას პარადი რომ მოუნდეს. ჩვენი მიზანია მხილება, რომ ვთხოვოთ ეს არ გააკეთონ. ნურც თავს ნუ იღუპავენ და ნურც მომავალ თაობას ღუპავენ. თუ კანონზეა საუბარი, მათი [თბილისის პრაიდის] შეკრებაა უკანონო, ისიც რაღაც რაზმია. ღვთისთვის არაა მოსაწონი მათი შეკრება, არც ქვეყნისთვის არის სასარგებლო, ლევანის მხარე კი ღვთისთვის სათნოა და ქვეყნისთვის სასარგებლოა. ღმერთს მივანდოთ ყველაფერი. ცოლ-ქმარს და და-ძმას შორის ვერ გამოვრიცხავ დაპირისპირებას და ამას როგორ გამოვრიცხავ. 

დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი ამბობს, რომ ლევან ვასაძის რაზმი ქრიასტიანულია და ჩაეწერა. დეკანოზის ამ კომნეტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები