NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აშშ

გურული მოჯირითის სახე ნიუ-იორკის მურალზე

პარასკევი, 14 ივნისი, 2019 - 13:46
VOA, ირაკლი მახარაძე
tbl.ge/3rmw
დაკოპირდა
VOA, ირაკლი მახარაძე
VOA, ირაკლი მახარაძე
VOA, ირაკლი მახარაძე
VOA, ირაკლი მახარაძე

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ერთ-ერთი სკოლის კედელზე, აშშ-ში საუკინის წინ ჩასული 5 იმიგრანტის სახეა დახატული. მათ შორისაა გურული მხედრის, მშვიდობაძის სახეც. 

კედლის მხატვრობა "თავისუფლების ფერების" სერიის ნაწილია და გასულ წელს, ბრაზილიელმა მურალისტმა, ედუარდო კობრამ დახატა. მურალი მონუმენტურია და იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული.

მკვლევარი ირაკლი მახარაძე, რომელმაც ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე დიდი კედლის მხატვრობაზე დახატული გურული მცედრის სახე ამოიცნო, უკვე 20 წელია, რაც სწორედ ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიას იკვლევს.

მშვიდობაძე, გურული მხედარი აშშ-ში
ფოტო: VOA, ირაკლი მახარაძე,

მკვლევარი ამბობს, რომ გურულ მოჯირითეებზე, რომელთაგან ბევრი თბილისშიც კი არ იყო ნამყოფი, დასავლეთმა და ყველაზე მეტად კი ამერიკამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

“გურული მოჯირითეების თავგადასავალი ბავშვობიდანვე მიტაცებდა, განსაკუთრებით, როცა მოხუცები ყვებოდნენ ამის შესახებ: "ბიძია, გურულებმა ამერიკა სუნთლა გადარიენ მარა, თვითონაც გადარეულები ჩამევიდნენ," მაგრამ სერიოზულად ამ თემაზე მუშაობა, დაახლოებით, 20 წელია რაც დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ახალი მასალა შევიძინე როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის არქივებსა და მუზეუმებში," ამბობს ირაკლი მხარაძე.

გურულების დასავლური დიდება

ირაკლი მახარაძის მიერ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პირველად გურულები ევროპაში, კერძოდ კი ინგლისში, 1892 წელს მოხვდნენ. ცნობილი ამერიკელი შოუმენის ბაფალო ბილ ქოუდის წყალობით, რომელიც მთელ მსოფლიოში ეძებდა გამოცდილ ცხენოსნებს. რუსეთის იმპერიაში მისმა წარგზავნილებმა მხოლოდ გურული მხედრები შეარჩიეს. მკვვლევარის ცნობით, გურული მოჯირითეები აშშ-ში 1893 წელს ჩამოვიდნენ. გურულები "რუსი კაზაკების" სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილის წარმოდგენებში და ცირკებისა და შოუების არენებზე.

ისტორიულ წყაროებში, ე.წ. “რუსი კაზაკების,” იგივე ქართველი მხედრების შესახებ უამრავი დოკუმენტია შემონახული. მკვლევარი ამბობს, რომ ამერიკელებს ქართველი მხედრების სახელების გამოთქმა უჭირდათ, ამიტომ ისინი სანახაობებში, ძირითადად, გამოგონილი სახელებით მონაწილეობდნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბევრ ისტორიულ წყაროში ისინი "კაზაკებად" არიან მიჩნეულნი, ეს შეცდომა ნელ-ნელა სწორდება: ამერიკის რამდენიმე მუზეუმში მივაღწიე იმას, რომ ფოტოების აღმნიშვნელ წარწერებზე რუსების ნაცვლად, ქართველები დაეწერათ. თანამედროვე ამერიკულ საისტორიო წიგნებში (მაგ. Louis S. Warren Buffalo Bill’s America William Cody and the Wild West Show, 2006, Tom F. Cunningham Your Fathers the Ghosts Buffalo Bill’s Wild West in Scotland, 2007, Steve Frisen Buffalo Bill Scout, Showman, Visionary, 2010) უკვე მითითებულია, რომ მხედრები კაზაკები კი არა, არამედ ქართველი მოჯირითეები იყვნენ, საქართველოს დასავლეთ ნაწილიდან,” ამბობს “ამერიკის ხმასთან” საუბრისას ირაკლი მახარაძე.

მკვლევარი ამბობს, რომ “საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოლშევიკებმა გურულებს დასავლეთისაკენ გზა გადაუკეტეს. ვინც საზღვრის იქითა მხარეს იმყოფებოდა, უკან აღარ ისურვა დაბრუნება და დროთა განმავლობაში ამერიკელებში აითქვიფა. კარგი დღე არ დაადგათ სამშობლოში დაბრუნებულ მოჯირითეებს. ბოლშევიკებმა ბევრი დააპატიმრეს, ზოგი გადაასახლეს - ამერიკის "შპიონი" ხარო. მხედრები თავისი და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად თავისივე ხელით ანადგურებდნენ და სწვავდნენ ფსევდომამხილებელ მასალებს, ფოტოებს, წერილებს... ამის გამო, გურულების ფოტოები, უამრავი მასალა სამუდამოდ დაიკარგა.”

ედუარდო კობრას ნამუშევარი, დიდი პროექტის ერთი ნაწილია. პროექტი “ელის ალიენდიზე” განთავსებულ იმიგრაციის მუზეუმთან თანამშრომლობით განხორხციელდა. “ელის აილენდი” ეს არის კუნძული, რომლის გავლითაც აშშ-ში 12 მილიონზე მეტი იმიგრანტი ჩამოვიდა. ელისის კუნძულზე საიმიგრაციო სამსახური 1892 წელს გაიხსნა და 62 წლის განმავლობაში, დღეში საშუალოდ, 5 000 იმიგრანტს იღებდა. მათ შორის იყვნენ ქართველი იმიგრანტებიც.

[წყარო; ამერიკის ხმა]
აშშამერიკის ხმაიმიგრანტებიგურული მხედრებიკედლის მხატვრობა

ამავე თემაზე

  • კვირა, 5 ივლისი, 2026 - 16:174 ივლისს ნიუ-იორკში სროლის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 ბავშვი
  • ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 15:39ჰეგსეთის ცნობით, აშშ-მ თავდაცვის სისტემა "ოქროს გუმბათი" წარმატებით გამოცადა
  • ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:45Financial Times: ჰეგსეთმა ევროპაში არმიის მაღალი რანგის ოფიცერი თანამდებობიდან გაათავისუფლა
  • სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 17:48FOX News: FBI-მ თეთრი სახლის UFC-ის ღონისძიებაზე დრონით თავდასხმა აღკვეთა
  • სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 08:29აშშ-ში B-52 ტიპის ბომბდამშენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 8 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:52

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
4რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕