ზურა ხაჩიძე

ხაჩიძე: ძალიან უჭირს ხალხს, მათ სატკივარს ხელისუფლებამდე მივიტან, ზუსტი გამტარი ვიქნები

პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებაც ეს არის, რომ ზუსტად გვესმოდეს მაჯის ცემა საზოგადოებისა და ჩემი დანიშვნის შემდეგ კაბინეტში არ გავატარო ჩემი ცხოვრება. მე მინდა საზოგადოებასთან მივიდე და ჩართული ვიყო. გეთანხმებით, ძალიან უჭირს საზოგადოებას. ეს პრობლემები ჩემთვის უცხო არ არის, მე დავდიოდი 2016 წელს ასპინძა, ახალქალაქი, ბორჯომის რეგიონი, სოფლებში კარდაკარი შემოვლილი მაქვს ფეხით, ძალიან მძიმე გაჭირვებაა, მაგრამ პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე დღეს წარმოვადგენ ვფიქრობ, ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიზიდოს, რაც შეიძლება მეტად გაახანგრძლივოს ტურისტული სეზონები, რათა სარგებელი ნახოს საზოგადოებამ. კერძო სახლები აქვთ სასტუმროებად, თუ ტურისტი არ შემოვიდა ადამიანი ვერ იქნება დაპურებული. შესაბამისად, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განხორციელდება ამ რეგიონში, მოგვცემს საშუალებას მეტი ადამიანი დასაქმდეს, ადამიანებს მეტი ფული დარჩეთ ჯიბეში. ამაში თუ ხელს შევუწყობთ და თუ მეტად გავაჟღერებთ, თუ მეტად მივიტან საზოგადოების სატკივარს ხელისუფლებამდე და გულწრფელად გეუბნებით, ზუსტი გამტარი ვიქნები და უფრო მეტად და მტკივნეულად მივიტან ხელისუფლებამდე იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს, მე ვფიქრობ მოგვარდება ეს პრობლემები. ჩაკეტილი არ იქნება ჩემი კარები. მე მინდა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას ვუთხრა ჩემი კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის, ჩემი გული ყოველთვის ღიაა თქვენი გაჭირვების მოსასმენად და რასაც შევძლებ ყოველთვის დაგეხმარებით.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ახლადდანიშნული მოადგილე ზურა ხაჩიძე ტვ პირველის ეთერში გადაცემაში "რეაქცია".

კომენტარები