მეორე ტური მთაწმინდაზე

მეზვრიშვილი: გასაგებია შავგულიძე არჩევნების წინ ხორავას საქმეზე რატომ საუბრობს

ძალიან სამწუხაროა და ეს საქმე ნათელი დასტურია იმისა, როგორ არ უნდა მოხდეს პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთი ტრაგედიების გამოყენება. ახლა ჩემთვის მაგალითად, წარმოუდგენელია, რატომ საუბრობს ამ საკითხზე მაგალითად, ბატონი შალვა შავგულიძე, რომელიც კომისიის წევრიც კი არ ყოფილა და ამ საქმესთან დაკავშირებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე დეტალებზე ინფორმაციას ფლობდეს. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია არჩევნების წინა დღეს ბატონი შალვა შავგულიძე რატომ საუბრობს ამაზე, უბრალოდ, მე ხაზს ვუსვამ იმას, რომ ასეთი ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება პირველ რიგში აზარალებს იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებიც ამ საქმეში დაზარალებულები არიან

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გადაცემა "რეაქციაში" საუბრობს საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე მთაწმინდის საარჩევნო ბლოკში, შალვა შავგულიძეზე. შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ადვოკატი იყო, ხორავას ქუჩის საქმე გირგვლიანის საქმეს შეადარა.

კომენტარები