ფერმერმა მელიის სიკვდილის შემდეგ საკეისრო კვეთით მისი ოთხი შვილი გადაარჩინა.
კრის როლფმა, რომელიც დასავლეთ სასექსში ცხოვრობს, სახლისკენ მიმავალ გზაზე დაინახა როგორ დაეჯახა მანქანა მელიას.
ის ცხოველის შესამოწმებლად მივიდა, თუმცა უკვე მკვდარი დახვდა. შემდეგ შეამჩნია, რომ მელიის მუცელში რაღაც მოძრაობდა. კრისმა მალევე ჩაატარა პროცედურა.
51 წლის ქალს წარსულში არაერთხელ ჰყოლია კურდღლები, მელიები და ზღარბები.
მან და კრისმა სასწრაფოდ დაბანეს მელიები, გააშრეს და თბილი გარემო შეუქმნეს, შემდეგ მათი გამოკვება ლეკვისთვის განკუთვნილი რძით დაიწყეს. საკვებს 20 წუთში ერთხელ აჭმევდნენ. ქალბატონი როლფის თქმით, ეს ძალიან გრძელი ღამე გამოდგა.
როდესაც საკმარისად გაიზრდებიან, ოჯახი მათ ტყეში დაბრუნებას აპირებს.
"სიმართლე ეგოისტურია, მათი გაშვება გამიჭირდება.
მაგრამ ისინი გარეული ცხოველები არიან, მათ იმ გარემოში დაბრუნებას ვაპირებთ და ვიმედოვნებ გამოიყენებენ ამ მეორე შანსს, რომ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრონ. ისინი შესანიშნავები არიან".