კირკიტაძის გათავისუფლება

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

დავით კირკიტაძე
რუსთავი 2

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ამის შესახებ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

"ბრალდების შინაარსზე შევთანხმდით, რომ რეალურად მოხდა ის, რაც ჩანს კადრებში. უბრალოდ მოტივაცია ახსნიალია და შევთანხმდით პირობებზე," - ამბობს ტაბულასთან საუბრისას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.  

მოსამართლემ კირკიტაძეს ორწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა.

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.

კომენტარები