ფსიქიკური ჯანმრთელობა

კიტ ჰარინგტონი სტრესის გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმკურნალებს

hollywoodreporter.com

Game of Thrones-ის მსახიობი კიტ ჰარინგტონი დაღლილობისა და სტრესის გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმკურნალებს.

ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

"კიტმა გადაწყვიტა, რომ თავის განრიგში დასვენება საკუთარ თავზე მუშაობასა და მკურნალობას დაუთმოს", - უთხრა წყარომ Cosmopolitan-ს.

ფსიქიკური ჯანრთელობის ცენტრი აშშ-ის შტატ კონეკტიქუტში მდებარეობს. ცენტრში პაციენტისთვის სტრესისა და ნეგატიური ემოციების მოსახსნელად ფსიქოლოგიურ მუშაობას, მედიტიაციას და თერაპიას იყენებენ.

წყაროს ინფორმაციით, კიტ ჰარინგტონის ცოლი, ასევე Game of Thrones-ის მსახიობი როუზ ლესლი მასთან ერთად არის და "მას საოცრად უჭერს მხარს".

კომენტარები