კავკასია არის და იქნება სტაბილურობის რეგიონი, ამიტომ, შეიძლება, ვიღაცებს ეს არ მოსწონთ და შეიძლება, ამიტომ არის და მიდის მანიპულირება ზოგი საკითხების. ამ დღეებში გვესმის ეს აჟიოტაჟი ამ საკითხების ირგვლივ. ასეთ ახლობელ სახელმწიფოებს შორის წყდება მოლაპარაკებებით და ეს არის განვითარებული, მშვიდობიანი და დღევანდელი, 21-ე საუკუნის გზა მეგობართა შორის. ვისაც უნდა, სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს, იმ წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით და ეს პოლიტიკური მანიპულაციები, რომელიც პრინციპში, ავნებს ორივე ქვეყანას, რადგან ავნებს კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას, ის არავის სჭირდება და ჩვენ ეს კარგად გვესმის და ამიტომ შევძლებთ იმ ერთობლივ მუშაობას მიზნისთვის, რომელიც აუცილებელია. რაც ვთქვი აზერბაიჯანში, აქაც გავიმეორებ, რომ ორ მეგობარს შორის არ შეიძლება იყოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ჩვენი საზღვრების საკითხი. ვიცით, თქვენც და მეც, რომ ამაზე ვიმუშავებთ და დარწმუნებულები ვართ, მივაღწევთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენთვისაც მისაღები და ჩვენთვისაც მისაღები.
სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილი: ორ მეგობარს შორის არ შეიძლება იყოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი საზღვრების საკითხი
tbl.ge/3q57
დაკოპირდა

თქვა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალურ მიღებაზე.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




